კალკულატორი
ვალუტის კურსი
ონლაინ კონსულტაცია
კონტაქტი
ფილიალები
07.09.2016

სს ხალიკ ბანკი საქართველო აცხადებს ღია ტენდერს ბანკის ფილიალის სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს განაცხადი ტენდერის ჩატარების შესახებ

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს ბანკის ფილიალის სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.
სარემონტო სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის ქუჩა N63.
გასარემონტებელი ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 248,20მ2.
შესასრულებული სამუშაო მოიცავს:
- ოფისის ინტერიერის (კედლების, ტიხრების, იატაკების, კიბეების და ა.შ.) სარემონტო-მოსაპირკეთებულ სამუშაოებს, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების გაყვანას, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებს.

სამუშაოს დასრულების ვადა: 2016 წლის 20 ოქტომბერი.
ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, პერსონალის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე განთავსდება ბანკის კორპორატიულ ვებ-გვერდზე (www.halykbank.ge) ან პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე სამუშაო დღეებში განცხადების გამოქვეყნების დღიდან შემდეგ მისამართზე – ქ. თბილისი, შარტავას ქ. №40, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს სათაო ოფისი.
განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ (ბანკის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1) წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე 15.09.2016წ. 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისში, შარტავას ქ. N 40, ან ელექტრონულ მისამართზე  akavtaradze@hbg.ge.
სატენდერო განცხადებების განმხილველი კომისიის სხდომა ჩატარდება 16.09.2016წ. 16:00 საათზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ტელეფონზე: 2240707(*183); საკონტაქტო პირი:
1) ვალერი ვახტანგიშვილი 224 07 07 (*177), ე-მაილ: valeri@hbg.ge.
2) ანა ქავთარაძე, 224 07 07 (*183), ე-მაილ: akavtaradze@hbg.ge.

 

 

იხილეთ საჭირო დოკუმენტაცია:

სატენდერო დოკუმენტაცია

ქუთაისი-ხარჯთაღრიცხვა

გეგმარება

 

0
პროექტი
0
მომხმარებელი
0
რეიტინგი
0
პარტნიორი