კალკულატორი
ვალუტის კურსი
ონლაინ კონსულტაცია
კონტაქტი
ფილიალები
27.10.2016

სს ხალიკ ბანკი საქართველო-მ იმერეთის რეგიონში, ქალაქ ქუთაისში რიგით მეშვიდე ფილიალი გახსნა

სს“ხალიკ ბანკი საქართველო“-მ იმერეთის რეგიონში, ქალაქ ქუთაისში  რიგით მეშვიდე ფილილალი გახსნა, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზირი №63  

სს “ხალიკ ბანკი საქართველო“  თავის მომხმარებელს საბანკო  მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს: საცალო და ბიზნეს დაკრედიტება, საბანკო საგადახდო ბარათები, ექვაირინგი, საანგარიშსწორებო-საკასო მომსახურება, ფულადი გადარიცხვები, დისტანციური საბანკო მომსახურება. ბანკის ასევე საქართველოს ფერმერებისა და მეწარმეების საშეღავათო დაკრედიტების პროგრამის მონაწილეა.

ხალიკ ბანკი ფლობს ბანკომატებისა და POS-ტერმინალების საკუთრ ქსელს და საქართველში მოქმედი იმ ბანკების პარტნიორია, რომლებიც UFC საპროცესინგო ცენტრის მომსახურებით სარგებლობენ, რაც ბანკს საშუალებას აძლევს მოემსახუროს თავის კლიენტებს  დაბალი ტარიფებითა და ექვაირინგის ფართო ქსელის საშუალებით.

2016 წლის აპრილში, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - „Fitch Ratings“-მა ბანკს მიანიჭა  გრძელვადიანი ემიტენტის რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალუტაში - «BB-» დონე. „Fitch Ratings“-ის აზრით, რეიტინგის მინიჭების მთავარ ფაქტორს წარმოადგენს  ბანკის დინამიური ზრდა და ის ფაქტი, რომ იგი მიეკუთხვნება ხალიკ ჯგუფს, როგორც სს „ ყაზახეთის სახალხო ბანკი“-ს შვილობილი კომპანია.

სს “ხალიკ ბანკი საქართველო“ ბოლო ორი წლის განმავლობაში პოზიციონირებს ბაზარზე როგორც ინოვაციური ბანკი. ბიზნეს სექტორისათვის,  სადაც ადრე ვერ ხერხდებოდა პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორება, mPOS ტერმინალების დანერგვის შემდგომ, რამაც აღნიშნულ ბიზნეს სექტორს უნაღდო ანგარიშსწორება საშუალება მისცა, ხალიკ ბანკმა  ახალ  პროდუქტიზე მუშაობა დაიწყო და დღეს თავის მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს კიდევ ერთ ინოვაციური პროდუქტით -  Watch2pay. ეს არის უნიკალური პროდუქტი - მაჯის საათი და ამავდროულად  პლასტიკური ბარათი, რომელიც პირველად ხალიკ ბანკმა დანერგა საქართველოში და იგი საშუალებას აძლევს მის მფლობელს  ტერმინალზე Watch2pay საათის ერთ მიდებით, სწრაფად, მარტივად და უმოკლეს დროში  განახორციელოს ანგარიშსწორება.

2016 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით,  სს „ხალიკ ბანკი საქართველო - ს აქტივების წილი, საქართველოს საბანკო ბაზრის მე-10 ადგილს შეესაბამება.  ბანკის საქმიანობა რეალიზებადი საშუალოვადიანი განვითარების ფარგლებში დასახულ გეგმებს შეესაბამება.  ბანკი სტაბილურად იზრდება და  მისი საფინანსო მაჩვენებლები კარგია.

გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გეგუჩაძის განცხადებით, სს “ხალიკ ბანკი საქართველო” - სს „ყაზახეთის სახალხო ბანკის“ შვილობილი ორგანიზაციაა და საქართველოს საბანკო ბაზარზე  საქმიანობას 2008 წლიდან შეუდა. სს “ხალიკ ბანკი საქართველო“-ს  100%-იანი წილის მფლობელი არის სს „ყაზახეთის სახალხო ბანკი“, რომელიც საკუთარი არსებობის 93 წელს ითვლის და   ყაზახეთის რესპუბლიკის ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს. 

0
პროექტი
0
მომხმარებელი
0
რეიტინგი
0
პარტნიორი