კალკულატორი
ვალუტის კურსი
ონლაინ კონსულტაცია
კონტაქტი
ფილიალები

მისია და ფასეულობები

საიმედოობა ქმნის ნდობას!

  • ჩვენ ვქმნით უნივერსალურ საბანკო დაწესებულებას თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით, ფართო საფილიალო ქსელით, მაღალკვალიფიციური თანამშრომლებითა და ეფექტური რისკ-მენეჯმენტის სისტემით;
  • ჩვენი პრიორიტეტია ყველა კატეგორიის კლიენტთან თანამშრომლობა, მათთვის კონკურენტუნარიანი პროდუქტებისა და ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება;
  • ჩვენ უზრუნველვყოფთ კლიენტურის სახსრებისა და აქციონერთა კაპიტალის ეფექტურ განთავსებას და ზრდას;
  • ჩვენ ვართ გახსნილი ყველასათვის-კლიენტებისთვის, აქციონერებისთვის, მარეგულირებელი ორგანოებისთვის.

კლიენტზე ორიენტირებულობა: ჩვენი კლიენტების წარმატებები - ჩვენი წარმატებებია. ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ ჩვენი კლიენტების მოთხოვნილებები და გამოვიყენოთ ყველა რესურსი იმისათვის, რომ შევთავაზოთ მათ ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ მიერ დასახული მიზნების მიღწევას.

საიმედოობა: ჩვენ  ვიცავთ საზოგადოდ მიღებულ პრინციპებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს, იმ ქვეყნების კანონმდებლობას სადაც ბიზნესს აწარმოებს "ხალიკ ჯგუფი", ჯგუფის შიდა წესებს და მოთხოვნებს. ჩვენ ვეწევით კეთილსინდისიერ ბიზნეს საქმიანობას ყველა სფეროში, ყველგან და ყოველთვის. ჩვენ მივილტვით კორპორატიული მართვის ევროპული სტანდარტებისადმი და ვატარებთ მაქსიმალურად ღია და გამჭირვალე პოლიტიკას "ხალიკ ჯგუფის" აქციონერების, კლიენტების, პარტნიორების, სახელმწიფო სტრუქტურების და თანამშრომლების მიმართ. საიმედოობა არის მთავარი ფაქტორი ჩვენი ყველაზე ფასეული აქტივის - "ხალიკ ჯგუფის" საქმიანი რეპუტაციის შენარჩუნებისათვის.

ლიდერობა: ჩვენ მივილტვით ლიდერის პოზიციის დასაკავებლად ჩვენი საქმიანობის ყველა სფეროში. ჯგუფში შემავალი სტრუქტურების ხელმძღვანელები თავად იძლევიან საქმისადმი თავდადების, ენთუზიაზმისა და ენერგიულობის მაგალითს. ჩვენი ხელმძღვანელები მიესალმებიან ინოვაციებს, შთააგონებენ ორგანიზაციას "ხალიკ ჯგუფის" მისიის შესრულებაზე.

სოციალური პასუხისმგებლობა: ორიენტაცია მოსახლეობის ყველა ფენის მოთხოვნაზე არის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი "ხალიკ ჯგუფის" საქმიანობაში. ჩვენ ვცდილობთ აქტიური წვლილი შევიტანოთ საზოგადოების განვითარებაში და სოციალური საკითხების გადაჭრაში, ვიყოთ პასუხისმგებლობის მქონე კორპორატიული მოქალაქე.

სამართლიანობა: ჩვენ ვურთიერთობთ ჩვენს კოლეგებთან ურთიერთ პატივისცემისა და ურთიერთ თანადგომის, თანამშრომლობის, ნდობის და კორპორატიული სოლიდარობის პრინციპების დაცვით. ჩვენ მივესალმებით იდეების თავისუფალ გაცვლას, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას მთელი "ხალიკ ჯგუფის" მასშტაბით და მხარს ვუჭერთ ეფექტურ გუნდურ მუშაობას. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალური დონის ამაღლებაზე, მათ მოტივაციაზე და სოციალურ დაცვაზე. დაჯილდოვება, აღიარება და კარიერული ზრდა ჩვენს ორგანიზაციაში დაფუძნებულია სამართლიანობის პრინციპებზე და დამოკიდებულია ინდივიდუალურ საქმიანობზე და "ხალიკ ჯგუფის" წარმატებაში შეტანილ წვლილზე.

პროფესიონალიზმი: ჩვენ მივილტვით პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტებისაკენ, მივესალმებით ინოვაციებს და ახალ იდეებს, ვართ თანმიმდევრულები ჩვენს გადაწყვეტილებებში. ჩვენ კეთილინდისიერად, დროულად და საუკეთესო პირობებით ვახორციელებთ ჩვენი კლიენტების მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს მათთან მჭიდრო და ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

 
0
პროექტი
0
მომხმარებელი
0
რეიტინგი
0
პარტნიორი